აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში ბაქოს ინტერმა აგდამის ყარაბაღს უმასპინძლა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ინტერის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა და გუნდის ქართველი მეკარე, გიორგი ლომაია, მოედნიდან გააძევა. ყარაბაღის ფეხბურთელმა, ელვინ მამედოვმა კი FAIR PLAY-ის პრინციპი დაიცვა და უსამართლოდ დანიშნული პენალტი სპეციალურად ააცილა კარს.
შეხვედრა ყარაბაღის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ვიდეო: 101greatgoals.com