"მას შემდეგ, რაც ახალმა ზელანდიამ მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, საქართველომ აჩვენა, თუ რატომ ითვლება ის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სარაგბო ნაკრებად.
"მატჩის დაწყებიდან მხოლოდ 72 წამი იყო გასული, როდესაც ვაისაკე ნაჰოლომ ქართველთა ჩათვლის მოედანი აიღო და მიმდინარე მსოფლიო თასზე ყველაზე სწრაფი ლელო გაიტანა.
"ამ მომენტიდან 5 წუთში საქართველოს ნაკრებმა შეტევა წამოიწყო და უკანახაზელმა, ბექა წიკლაურმა, საფეხბურთო ილეთების გამოყენებით საპასუხო ლელო გაიტანა, რომელიც ულამაზესი სანახავი იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ ოლბლექსმა შვიდი ლელოს გატანა მოახერხა, ქართველთა დაცვა ბრწყინვალე იყო. მათ ზელანდიელ მორაგბეებს შეტევაში ბევრი შეცდომა დააშვებინეს. ქართველები ძალიან ძლიერები იყვნენ კონტაქტში. ამ მხრივ გამოსარჩევია მათი „გიგანტი“ კაპიტანი, მამუკა გორგოძე," - წერს allblacks.com
წყარო: allblacks.com
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.