17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
დევიდ ბექჰემი - "როდესაც ფერგიუსონი დავინახე, ჭიქა ზურგს უკან დავმალე"

დევიდ ბექჰემმა სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა. ვეტარანი ფეხბურთელის თქმით, შოტლანდიელი მწვრთნელის ისევე ეშინია, როგორც ადრე.

„ფერგიუსონი რამდენიმე კვირის წინ ვნახე. მე ხელში ღვინით სავსე ჭიქა მეჭირა, რატომღაც გამახსენდა, რომ მწვრთნელთან ერთად არ შეიძლებოდა დალევა და ჭიქა ზურგს უკან დავმალე. ჩემი აზრით, სწორედ ასეთმა ავტორიტეტმა მოუტანა ფერგიუსონს წარმატება," - განაცხადა ბექჰემმა.

ნოემბერში გაიმართება საქველმოქმედო მატჩი. დიდი ბრიტანეთის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც ფერგიუსონი, ხოლო კაპიტანი დევიდ ბექჰემი იქნება, მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

 

წყარო: goal.com

ფოტო: არქივი

დღის ამბები