დღეს საქართველოს ფეხბურთელთა 21 წლამდე ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.
ქართველი ფეხბურთელები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრას გამართავენ. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული. პირველ შეხვედრაში, ქართველებმა სტუმრად სან მარინო 3:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე მატჩში გასვლაზე ხორვატიასთან 1:0 დამარცხდნენ.
შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: GFF.ge