კარლო ანჩელოტი, რომელიც ლივერპულის მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდებოდა, მიმდინარე სეზონს გამოტოვებს, თუმცა მზადაა მომავალი წლიდან სამწვრთნელო საქმიანობა განაახლოს.
"მე ძალიან მომწონს ჩემი ახლანდელი ცხოვრება, თუმცა მინდა სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე, რადგან ეს ჩემი მისწრაფებაა. მე ამ სეზონს დასვენებისთვის გამოვიყენებ და მომავალი წლიდან სამუშაოდ მზად ვიქნები", - განაცხადა ანჩელოტიმ.
გასულ სეზონში ანჩელოტი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი იყო. (2013-15) სამეფო კლუბთან ერთად იტალიელმა მწვრთნელმა ესპანეთის სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
წყარო: Eurosport