17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ლიონელ მესის მამას პატიმრობა ემუქრება

ესპანეთის პროკურატურა ლიონელ მესის გადასახადების დამალვის გამო ედავება.

ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში მისი მამა -  ხორხე ორასიო მესი მართავდა. პროკურატურამ ხორხე ორასიოსთვის 18 თვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 2 მილიონი ევროს გადახდა მოითხოვა.

ესპანეთის პროკურატურა ლიონელ მესის საქმეს 2013 წლის შემდეგ იძიებს.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებთან პრობლემა მესის უფროს ძმასაც შეექმნა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვისთვის დაიჭირეს და 4 საათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები