ლეგენდების პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წელს მექსიკაში გაიმართება.
შეხვედრებს მეხიკო, გუადალახარა და მონტერეი უმასპინძლებს. სავარაუდოდ, ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ჰოლანდია, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, მექსიკა, აშშ, ბრაზილია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა და იაპონიის ნაკრები.
ჩემპიონატზე 30 წუთიანი ტაიმები იქნება და გუნდებს ულიმიტო ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ფეხბურთელების ასაკი კი 35-დან 45 წლამდე.
ზინედინ ზიდანმა და მიხაელ ბალაკმა ტურნირში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს.
დამატებითი დეტალები 2016 წლის იანვარში გახდება ცნობილი.
წყარო: ESPN