FIFA-ს ეთიკურმა კომიტეტმა ზეპ ბლატერს უფლებამოსილება 90 დღით შეუჩერა.
FIFA-ს პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. პროკურატურის ინფორმაციით, ბლატერმა მსოფლიო ჩემპიონატების ტრანსლირების უფლება უკანონოდ გაყიდა. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს UEFA-ში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით.
პროკურატურა მიშელ პლატინის საქმიანობითაც ინტერესდება.
ცოტა ხნის წინ ბლატერის თანამდებობიდან გადადგომა FIFA-ს მთავარმა სპონსორებმაც მოითხოვეს.
წყარო: independent.co.uk