17 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
რონალდო - " ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამა იყო"

მადრიდის რეალის პორტუგალიელი თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო, მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში სერ ალექს ფერგიუსონზე საუბრობს.

„ფერგიუსონი კლუბში ყველას უყვარდა, ყველას ეპატიჟებოდა ლანჩზე ჩაის დასალევად, მასთან ერთად ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.

როდესაც მამა ცუდად იყო და ლონდონის სავადმყოფოში იწვა, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდა ჩემპიონთა ლიგაზე. მივედი მწვრთნელთან და ვუთხარი: ბოს, თავს ცუდად ვგრძნობ, მინდა მამასთან ერთად ვიყო. მან კი მიპასუხა - შენ შეგიძლია წახვიდე რამდენი დღითაც გსურს. მე მომენატრები, რადგან მნიშვნელოვანი ხარ ჩვენთვის, მაგრამ მამა პირველ ადგილზეა."

"ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამა იყო" - განაცხადა რონალდომ.

კრიშტიანუ რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში 2003 – 09 წლებში თამაშობდა.

 

წყარო: www.mirror.co.uk

დღის ამბები