საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შერკინების ბურჯმა, დავით ზირაქაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ზირაქაშვილი ნამიბიასთან შეხვედრაში პირველი გამოვიდა მოედანზე.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა ზირაქაშვილის 53-ე და ფინალური სანაკრებო კეპი აღნიშნეს.
ბორჯღალოსნებმა რაგბის მსოფლიო თასზე გამოსვლა ნამიბიასთან გამარჯვებით დაასრულეს.
წყარო: რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალური Facebook-ის გვერდი.