17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
კევინ დურანტი - "თავს კარგად ვგრძნობ"

რვა თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ოკლაჰომას კალათბურთელმა, კევინ დურანტმა.

ოკლაჰომა-მინესოტას შეხვედრაში დურანტმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

"თავს კარგად ვგრძნობ, რთული იყო ჩემთვის 8 თვიანი უქმობა, თუმცა ეს ეტაპი დავძლიე და ახლა მზად ვარ გუნდს დავეხმარო. როდესაც დარბაზში გავედი, თავი საკუთარ სახლში მეგონა", - განაცხადა დურანტმა.

მატჩი ოკლაჰომამ 122:99 მოიგო.

 

წყარო: ESPN

დღის ამბები