მადრიდის რეალის და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა, მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბის შანსებზე ისაუბრა.
"რეალი ბრწყინვალე ფორმაშია, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. სეზონი გრძელია და რთულია პროგნოზის გაკეთება, თუმცა გუნდს ყველა ტიტულის მოგება შეუძლია. მადრიდი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება" - განაცხადა ბექჰემმა.
ბექჰემი რეალის ღირსებას 2003-2007 წლებში იცავდა.
წყარო: Marca.com