მიუნხენის ბაიერნის ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრანკ რიბერიმ, ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა.
რიბერი 20 წუთის განმავლობაში ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად დარბოდა.
"ვიმედოვნებ თვის ბოლოს ფრანგი გუნდთან ერთად სრულფასოვან ვარჯიშს შეძლებს", - განაცხადა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.
ბოლოს რიბერიმ მოედანზე გასვლა გასული წლის მარტში მოახერხა.
წყარო: L"Equipe