დღეს გამთენიისას საქართელოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მორაგბებს გულშემატკივრებმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.
ბორჯღალოსნებმა რაგბის მსოფლიო თასზე ორი მატჩი მოიგეს. იმ შემთხვევაში თუ ტონგა ახალ ზელანდიასთან დამარცხდება, საქართელოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილს და მომავალ მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
ახალი ზელანდია-ტონგას დაპირისპირება დღეს 23:00 საათზე დაიწყება.