ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა საბერძნეთის დამარცხებით (3:1), ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა.
გუნდმა 9 მატჩში 20 ქულა დააგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის რუმინეთი და უნგრეთი იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა პორტუგალიის ნაკრებმაც, რომელმაც გუშინ მოუტინიოს გოლით დანია დაამარცხა 1:0. ფერნანდო სანტოშის გუნდმა 7 ტურში 18 ქულა მოაგროვა.
D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, ბოლო ტურს უდიდესი მნიშვნელობა ექნება. გერმანია ამ დროისთვის პირველ ადგილზე იმყოფება. პოლონეთს და ირლანდიას კი თანაბარი -18 ქულა აქვთ. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში პოლონეთი ირლანდიას უმასპინძლებს და მეორე ადგილის მფლობელის ვინაობაც გახდება ცნობილი.