17 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
Eurosport - "დიდიე დროგბა მეტოქეს თითქმის ფიზიკურად დაუპირისპირდა და აიძულა არ გაეტანა პენალტი"

ნიუ-იორკ რედ ბულსს მონრეალის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, მსაჯმა მონრეალის კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა.

რეფერის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა დიდიე დროგბა, რომელიც მონრეალის ღირსებას იცავს. კოდ დიუარელმა თავდამსხმელმა ჯერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის ბურთის წართმევა სცადა, შემდეგ კი თითქმის ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. საბოლოოდ რედ ბულსმა ვერ მოახერხა თერთმეტმეტრიანის გამოყენება.

მატჩი ნიუ-იორკ რედ ბულსის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 

 

 

წყარო: eurosport

 

დღის ამბები