რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ახალი ზელანდია ტონგას დაუპირისპირდა.
ოლბლექსმა მეტოქე 47:9 დაამარხა.
შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი შეინარჩუნა და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართება, ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ბორჯღალოსნებმა რაგბის მსოფლიო თასზე 2 მატჩი მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა ტონგა 17:10, ხოლო ნამიბია 17:16 დაამარცხეს.
ფოტო: worldrugby.org