17 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
კეილორ ნავასმა სტადიონზე შეჭრილ გულშემატკივართან სურათი გადაიღო

ამხანაგური მატჩი გაიმართა კოსტა რიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის.

შეხვედრის მიმდინარეობის დროს, ერთ-ერთი ფანი მოედანზე შეიჭრა, რომელიც დაცვამ მალევე დაიჭირა. კოსტა რიკის ნაკრების მეკარემ, კეილორ ნავასმა, გულშემატკივარი დაიცვა და მატჩის ბოლოს მასთან სურათიც გადაიღო.

შეხვედრა სამხრეთ აფრიკის ნაკრების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

წყარო: lebuzz.eurosport.co.uk

დღის ამბები