17 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციას პუტინის შეურაცხყოფისთვის დასჯიან

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს მოლდოვისა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

მოლდოველმა გულშემატკივრებმა სტადიონზე უკრაინის დროშა გამოფინეს და მთელი მატჩის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

"ჩვენ უეფასგან სანქციებს ველით, რადგან მოლდოვის ნაკრების საშინაო თამაშებზე ასეთი რამ ხშირად ხდება. სანქციების მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებას არ ვაპირებთ" - განაცხადა მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშემ, ვიქტორ დაგმა.

მატჩი რუსეთის ნაკრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

 

 

წყარო: eurosport

დღის ამბები