17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ბობი ჩარლტონმა რუნის ოქროს ბუცი გადასცა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ესტონეთს უმასპინძლა.

მატჩის დაწყებამდე, სერ ბობი ჩარლტონმა უეინ რუნი ოქროს ბუცით დააჯილდოვა, რომელიც ინგლისის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი 50 გატანილი გოლით გახდა და თავად ჩარლტონის შედეგი გააუმჯობესა.

შეხვედრა ინგლისის ნაკრებმა 2:0 მოიგო. რუნის ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები