ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპის მატჩში, ესპანეთის და ლუქსემბურგის დაპირისპირებისას, ესპანელმა ფეხბურთელებმა - დავიდ სილვამ და ალვარო მორატამ ტრავმები მიიღეს.
წინასწარი ინფორმაციით უკრაინასთან მატჩს ორივე ფეხბურთელი გამოტოვებს.
"არ ვიცი ტრავმები რამდენად სერიოზულია. ჩვენი ექიმები შეამოწმებენ და შეგატყობინებენ მათ მდგომარეობას", - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ.
მატჩი ესპანელების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
წყარო: eurosport