მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარმა, კრის სკოტმა, ასანთის ღერებისგან ოლდ ტრაფორდის მაკეტი ააგო.
სკოტს სტადიონის მაკეტის ასაგებად დაახლოებით 3 თვე დასჭირდა, ხოლო მის ვიზუალურ გაფორმებას 19 დღე მოანდომა.
მაკეტში გათვალისწინებულია ყველა დეტალი, მათ შორის სერ ალექს ფერგიუსონის ქანდაკება, რომელიც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
წყარო: mirror.co.uk