ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, პეკინში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იტალიელი ფაბიო ფონინი დაამარცხა (7:5, 6:3) და ფინალში გავიდა.
ნადალისთვის ეს კარიერაში 97-ე ფინალი იქნება.
ესპანელი ჩოგბურთელი ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დავიდ ფერერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.