ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ მწვრთნელობისთვის მზადაა.
“მარჩელო ლიპისგან, ფაბიო კაპელოსგან და კარლო ანჩელოტისგან ბევრი ვისწავლე და ამ საქმიანობისთვის მზად ვარ. ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა. 3 წლის წინ საერთოდ არ ვფიქრობდი მწვრთნელობაზე, თუმცა ახლა აზრი შევიცვალე“, - განაცხადა დელ პიერომ.
დელ პიეროს ბოლო კლუბი ინდური დელი დაინამოსი იყო.
წყარო: eurosport