შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, სტანისლას ვავრინკამ, ტოკიოს ტურნირის ფინალში ბენუა პერა (6:2, 6:4) დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტული მოიგო.
ვავრინკასთვის ეს პირადი რეკორდია, მას აქამდე სეზონში 3 ტიტულზე მეტი არ მოუგია. ტოკიოში მოგებული ტიტული კი მის კარიერაში მეთერთმეტეა.