საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელებმა 3 შეხვედრა მოიგეს და D ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებენ.
გერმანია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.