საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016- ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა გემანიასთან სტუმრად გამართა.
ქართველი ფეხბურთელები მეტოქესთან 2:1 დამარცხდნენ. ანგარიში 50-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტომას მიულერმა გახსნა. რამდენიმე წუთში კი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით გაათანაბრა. საბოლოო შედეგი მაქს კრუზემ 79-ე წუთზე დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში 9 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.