ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ.
სერბმა ჩოგბურთელმა ნადალი 6:2, 6:2 დაამარცხა და ერთეულთა თანრიგში 55-ე ტიტული მოიპოვა.
ჯოკოვიჩმა ეს ტურნირი უკვე მეექვსედ მოიგო, ამ გამარჯვებით კი 500 სარეიტინგო ქულა და 655 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.