გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, საქართველოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
იოაჰიმ ლიოვი - "საქართველოს წინააღმდეგ შეხვედრა ანალოგიური იყო ირლანდიასთან მატჩისა. დასაწყისში ჩვენ სამი მომენტი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მთლიანობაში შესარჩევი ციკლით კმაყოფილი ვარ, თუმცა ბოლო ორმა შეხვედრამ იმედი გამიცრუა."
მანუელ ნოიერი - "ვარჯიშებზე ჩვენ 50 გოლი გაგვაქვს, თუმცა ოფიციალური შეხვედრა სულ სხვაა. შეტევის ბოლო ფაზაში უკეთესად თამაში გვმართებს. ვიმედოვნებ ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვეულ ფორმას დავიბრუნებთ."
მაქს კრუზე - "ბურთი კარგად მომივიდა და ჩემი შანსი გამოვიყენე. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია."
მატს ჰუმელსი - "შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველო იმაზე ბევრად კარგი გუნდია, ვიდრე ეს რეიტინგშია ასახული. ქართველებმა ბევრი პრობლემები შეგვიქმნეს."
ილქაი გუნდოგანი - "ჩვენ გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. ყოველთვის რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ შეხვედრა, რომელიც გამუდმებით თავს იცავს."
გერმანიის ნაკრებმა საქართველო 2:1 დაამარცხა.
ევრო 2016- ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფში 9 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.
წყარო: dfb.de