ალბანეთის ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.
ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჯანი დე ბიაზის გუნდმა, სტუმრად სომხეთის ნაკრები დაამარცხა (0:3) და ფლეი ოფის გარეშე ევრო 2016-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ალბანელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გუშინ კიდევ სამმა ნაკრებმა - გერმანიამ, პოლონეთმა და რუმინეთმა მოიპოვეს.