ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაზე ისაუბრა.
"პრემიერლიგაში თამაში ყველა ფეხბურთელისთვის მიმზიდველია. ცალკე აღნიშვნის ღირსია სტადიონები და გულშემატკივრები. აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. პრემიერლიგაში ბევრი კარგი გუნდია, თუმცა თუ ასარჩევად მექნებოდა საქმე, მანჩესტერ იუნაიტედში ან ლივერპულში ვითამაშებდი" - განაცხადა ხავიმ.
ხავიმ ბარსელონა გასულ ზაფხულს დატოვა და ყატარის ალ საიდში გადავიდა
წყარო: as.com