გერმანელი ფეხბურთელი ტომას მიულერი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გატანილი გოლებით, გერდ მიულერს გაუთანაბრდა.
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიულერმა თავისი მე-12 გოლი გაიტანა შესარჩევ ციკლში და გერდ მიულერს დაეწია. რეკორდი კი მიროსლავ კლოზეს ეკუთვნის 16 გატანილი გოლით.
წყარო: twitter.com