8 ოქტომბერს, იურგენ კლოპი ოფიციალურად წარადგინეს ლივერპულის მთავარ მწვრთნელად.
გერმანელმა სპეციალისტმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ფუნტი სერლინგი იქნება.
"აქ იმიტომ ვარ, რომ მჯერა ამ გუნდის პოტენციალის. დღესდღეობით ლივერპული არაა მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის, მაგრამ ჩვენ მომავალში სწორედ ამას ვაპირებთ. დღეს ფეხბურთში ბურთის ფლობას ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა პირველ რიგში აუცილებელი სტაბილური დაცვის შექმნაა“ - განაცხადა კლოპმა პრესკონფერენციაზე.
იურგენ კლოპის დებიუტი ლივერპულის მთავარი მწვრთნელის რანგში 17 ოქტომბერს ტოტენჰემის წინააღმდეგ შედგება.
ვიდეო: ლივერპულის ოფიციალური Youtube-ს არხი.