საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩისთვის ემზადება.
ქართველი ფეხბურთელები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
ამ დროისთვის შესარჩევი ეტაპის მეექვსე ჯგუფში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ ხორვატიას ექვსი ქულით ჩამორჩება. ნაკრებს ტრავმის გამო გოშთელიანი, ენდელაძე და ტაბიძე ვერ დაეხმარება.
საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.