17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ინგლისის დედოფალმა მსოფლიო თასის მონაწილე მორაგბეებს უმასპინძლა

ლონდონში ბუკინგემის სასახლეში, ინგლისის დედოფალი დიდ ბრიტანეთში მსოფლიოს თასზე მონაწილე იმ ყველა მორაგბეს შეხვდა, რომლებიც ჩემპიონობისათვის ბრძოლას განაგრძობენ.

წვეულებაზე პრინცმა ჰარიმ აღნიშნა, რომ ინგლისი ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას, რის გამოც გულდაწყვეტილია.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღარ ვთამაშობთ, ასეთი გრანდიოზული ტურნირის მასპინძლობით ძალიან ამაყი ვარ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეჯიბრებაში ჩვენ უკეთეს შედეგებს მივაღწევთ", -განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

რაგბის მსოფლიო თასზე მეოთხედფინალურ მატჩებში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა-უელსი, ახალი ზელანდია-საფრანგეთი, ირლანდია-არგენტინა და ავსტრალია-შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს თასის ფინალი კი 31 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები