17 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
ინგლისის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა

ინგლისის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა. როი ჰოჯსონის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ლიტვა დაამარცხა (0:3).

ინგლისმა 10-დან 10 მატჩი მოიგო და მიმდინარე შესარჩევ ციკლში ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა, ხოლო ისტორიაში მესამე.

ანალოგიური შედეგი ჩეხეთის და გერმანიის ნაკრებებს ჰქონდათ, შესაბამისად 2000 და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.

 

წყარო: dailymail.co.uk

დღის ამბები