NBA-ის მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტ უორიორზი ახალ დარბაზს იშენებს.
უორიორზი სან ფრანცისკოში 48,5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ოფიციალური მფლობელი გახდა და მშენებლობის პროექტიც წარადგინა. მშენებლობისთვის და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, კლუბის ხელმძღვანელობამ მილიარდი დოლარი გამოყო. კალიფორნიელებს ახალ დარბაზში თამაში 2018/19 წლების სეზონიდან შეეძლებათ.
დარბაზი 18 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და საკალათბურთო მატჩების გარდა მას კონცერტების, შოუების და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობა შეეძლება.
ამჟამად გოლდენ სტეიტი თავის საშინაო მატჩებს ოკლენდში ატარებს.
წყარო: eurosport