17 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
კრიშტიანო რონალდოს მეოთხე ოქროს ბუცი გადასცეს

მადრიდის რეალის თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდოს, ოქროს ბუცი გადასცეს.

პორტუგალიელმა ლა ლიგის გასულ სეზონში 48 გოლის გატანა მოახერხა და ოქროს ბუცის მფლობელი მეოთხედ გახდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო - პორტუგალიის ელჩს, მენეჯერს, გუნდის პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს, ასევე ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ამ ჯილდოს მოგებაში დამეხმარნენ. ჩემთვის უდიდესი პატივია ოქროს ბუცის კვლავ მოგება" - განაცხადა რონალდომ.

ესპანეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში რონალდოს 5 გოლი აქვს გატანილი.

 

 

წყარო: mirror.co.uk

ფოტოები მადრიდის რეალის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

დღის ამბები