ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1984 წლის შემდეგ პირველად არ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
ევრო 2016 შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ჰოლანდიამ 13 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. დენი ბლინდის მიერ გაწვრთნილ ნაკრებს, ფლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში მოგება აუცილებლად სჭირდებოდათ და თან თურქეთის ნაკრების შედეგზე იყვნენ დამოკიდებული. საბოლოოდ, ჰოლანდია საკუთარ სტადიონზე ჩეხეთთან 2:3 დამარცხდა და თურქებმაც თავისი შეხვედრა მინიმანური სხვაობით მოიგეს.
ჯგუფიდან საფრანგეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური ჩეხეთის და ისლანდიის ნაკრებებმა მოიპოვეს, თურქეთი კი მოპოვებული ქულებით საუკეთესო მესამე ადგილოსანი გახდა და ფლეი ოფის გარეშე მოიპოვა ევრო 2016- ზე ასპარეზობის უფლება.