საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე უკვე მეორედ მოხვდა რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში.
გორგოძე პირველად ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე შეიყვანეს საუკეთესოთა სიაში.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნების კაპიტანი ტონგასა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან გამართულ შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.