მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა რაულმა, რომელიც ამჟამად ნიუ იორკ კოსმოსში თამაშობს, გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კარიერის დასრულება ნოემბერში აპირებს.
38 წლის ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მას სრულყოფილად ვარჯიში და თამაში აღარ შეუძლია.
რაული ნიუ იორკ კოსმოსში მიმდინარე წელს, ყატარული ალ სადიდან გადავიდა.
წყარო: as.com