შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა, შანხაის მასტერსზე ესპანელ ალბერტო რამოსთან მარცხის შემდეგ (6:7, 6:2, 3:6), კომენტარი გააკეთა.
"შანხაის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ვიყავი და ტიტულის დაცვა მსურდა, რაც ყოველთვის რთულია. რამოსი შესანიშნავად მოძრაობდა კორტზე და შეტევაშიც აგრესიული იყო. შარშანდელ სეზონში გამიმართლა, წლევანდელში არა" - განაცხადა ფედერერმა.
როჯერ ფედერერი რამოსთან მარცხის შემდეგ ATP-ის რეიტინგში მეორედან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა.
წყარო: atpworldtour.com