ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.
მსოფლიო თასის ოფიციალურმა ვებგვერდმა მოამზადა ვიდეორგოლი, რომელშიც ჯგუფურ ეტაპზე დადებული 100 ლელო შევიდა.
ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩებში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა-უელსი, ახალი ზელანდია-საფრანგეთი, ირლანდია-არგენტინა და ავსტრალია-შოტლანდია დაუპირისპირდებიან.
მსოფლიოს თასის ფინალი კი 31 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: worldrugby.org
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი