ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა უესლი სნეიდერმა ჩეხეთის ნაკრებთან წაგების შემდეგ (2:3) კომენტარი გააკეთა.
"ის, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა, მარტო მწვრთნელის ბრალი არაა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ, მოედანზე სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო, მაგრამ ვერ შევძელით. კარგი იქნება თუ ბლინდი კვლავ ჩვენთან დარჩება", - განაცხადა სნეიდერმა.
ჰოლანდიის ნაკრები 1984 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
წყარო: goal.com