შვედეთის ნაკრების კაპიტანმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი მის გარეშე უინტერესო იქნება.
"ევრო 2016-ის გამოტოვება არ მინდა. ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშე უინტერესო იქნება. ეს ძალიან რთული გადასატანი იქნება ჩემთვის. ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი არც ისე წარმატებით გავიარეთ, თუმცა ფლეი ოფში ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ყველასთან ბოლომდე დავიხარჯებით", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შვედეთის ნაკრებმა G ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფლეი ოფში ითამაშებს.
წყარო: goal.com