ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მიურეიმ, შანჰაის მასტერსის მეორე რაუნდში სტივ ჯონსონის დამარცხების შემდეგ (6:2, 6:4) კომენტარი გააკეთა.
"ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. კორტზე კარგად ვმოძრაობდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომპონენტია ჩოგბურთში. თავს კარგად ვგრძნობ და ვეცდები ასე გავაგრძელო", - განაცხადა მიურეიმ.
შოტლანდიელი ჩოგბურთელი მესამე რაუნდში ამერიკელ ჯონ იზნერს დაუპირისპირდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:0 ამარცხებს.
წყარო: atpworldtour.com