საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები UEFA - ს რეიტინგში 41-ე ადგილზეა.
რეიტინგი როგორც მსოფლიოს ისე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ სტადიებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დგინდება.
სექტემბრის თვესთან შედარებით, საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 41-ე საფეხურზე 17 786 ქულით იმყოფება.
ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანს, ლატვიას, კვიპროსს, მოლდოვას, მაკედონიას, ყაზახეთს, ლუქსემბურგს, ლიხტენშტაინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოსა და გიბრალტარის ნაკრებებს უსწრებენ.
UEFA-ს რეიტინგში სულ 54 გუნდია.
წყარო: GFF.ge