შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პსჟ-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 110 გოლით გახდა. ფეხბურთელი 34 წლის არის, თუმცა მისი განცხადებით, ასაკთან ერთად უფრო პროგრესირებს.
"ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვპროგრესირებ, მიუხედავად ჩემი ასაკისა. მე ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები მით უფრო უკეთესი ვხვდები. ახლაც ვგრძნობ იმ შიმშილს თამაშისადმი, რომელიც მეხმარება გოლების გატანაში. კმაყოფილი ვარ საკუთარი ღვაწლით პარიზულ კლუბში. მჭირდება ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება და დარწმუნებული ვარ ყველა ჩემს მიზანს მივაღწევ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
წყარო: eurosport