ჩიკაგო ბულსის კალათბურთელმა, დერიკ როუზმა, დამცავი საშუალებით ივარჯიშა.
როუზი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა სეზონისთვის მოსამზადებელ პირველივე შეხვედრაში ისევ დაშავდა და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.
კალათბურთელი არ გამორიცხავს, რომ სეზონის პირველ შეხვედრაში, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, თამაშს შეძლებს.
„ყოველდღიურად უკეთესად ვგრძნობ თავს. აღდგენითი პროცესი სწრაფად მიდის. ზუსტი თარიღი არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუმცა თამაში ძალიან მინდა. თავს თუ კარგად ვიგრძნობ სეზონის პირველივე შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა როუზმა.
წყარო: chicagotribune.com