17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
ჟოზე მოურინიო დააჯარიმეს

ჩელსის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, 50 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.

მოურინიომ განაცხადა, რომ მსაჯები ჩელსისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას ერიდებიან, რის გამოც ფულად ჯარიმასთან ერთად პორტუგალიელ მწვრთნელს ერთი თამაშის გამოტოვებაც მოუწევს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩელსი 8 ტურის შემდეგ ამდენივე ქულით მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები